ისტორია: "ერთად", სამოქალაქო მოძრაბების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა აქტივისტების ერთობაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა.
მანიფესტი: ჩვენ, მოქალაქეები და ორგანიზაციები ვერთიანდებით სამოქალაქო მოძრაობაში "ერთად", რათა ვუზრუნველვყოთ ჩვენი საარსებო სივრცის მდგრადი, მოქალაქეების ინტერესზე მორგებული განვითარება. ჩვენი მიზანია სამოქალაქო აქტიურობის გზით ხელი შევუწყოთ გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადეკვატური პოლიტიკის ფორმირებას, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ჯანსაღ და სოციალურად მდგრად გარემოში. მოძრაობა "ერთად"-ის ამოცანაა ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, გადაწყვეტილების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა გარემოსდაცვით და ქალაქგეგმარებით (ან ურბანული განვითარების) საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას. მოძრაობა ღიაა ყველა იმ ორგანიზაციისთვის და ადამიანისთვის ვინც დაიცავს მოძრაობა "ერთად"-ის მიერ კოლეგიალურად მიღებულ გადაწყვეტილებებს და არ შეეცდება გამოიყენოს მოძრაობა პირადი, ორგანიზაციული ან პარტიული ინტერესებისთვის. ამასთანავე, მოძრაობაში გაერთიანებული ორგანიზაციები სრულად ინარჩუნებენ ავტონომიას და დამოუკიდებლად შეიმუშავებენ პრიორიტეტულ მიმართულებებს და განსაზღვრავენ მოქმედებისა და ადვოკატირების გეგმას.
ორგანიზაციები:
ტფილისის ჰამქარი
პარტიზანული მებაღეობა სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა შეხედულების მოქალაქეებს აერთიანებს ერთი მიზნის გარშემო - ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში! მოძრაობა არ წარმოადგენს რაიმე სახის ორგანიზაციას, არ ემხრობა პარტიებს და მის საქმიანობაში ჩართვა/თავის დანებება მოქალაქის სურვილზეა დამოკიდებული.
მწვანე მუშტი
იარე ფეხით ორგანიზაცია, რომელიც, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, მხარს უჭერს ფეხით სიარულს ქალაქებში, ცდილობს დაიცვას ფეხით მოსიარულეთა უფლებები და იმედოვნებს, რომ შეძლებს ხელისუფლების დარწმუნებას, როგორც ეროვნულ ისე მუნიციპალურ დონეზე, დაეხმაროს ფეხითმოსიარულეებს და ამ კუთხით, უკეთესი პოლიტიკა გაატაროს.
მწვანე ალტერნატივა "მწვანე ალტერნატივას" მისიაა ეკონომიკურად ხელსაყრელი და სოციალურად მისაღები ალტერნატივების გზით, საქართველოს გარემოსა და ქვეყნის უნიკალური ბიოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა.
ახალგაზრდა მწვანეები არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ დაარსდა 2008 წელს იმ მიზნით, რომ გარემოსდაცვითი საკითხები, მდგრადი განვითარების თუ დემოკრატიის პრინციპები, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა საზოგადოების განხილვის საგანი გამხდარიყო, უკეთეს შემთხვევაში კი ამ საკითხებზე აქტიური მუშაობის შედეგად კონკრეტული რეზულტატებისთვისაც მიგვეღწია.
ვეგან ბაზა
ცხოველთა უფლებების კომიტეტი არასამტავრობო ორგანზიაცია,რომელიც მიზნად ისახავს ცხოველებისადმი ჰუმანური და ეთიკური მოპყრობის პრინციპების დამკვიდრებას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ამ საკითხებში განათლების ხელშეწყობას.
ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი წარმოადგენს ღია სამოქალაქო გაერთიანებას, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას, და რომლის უმთავრესი ამოცანაა, ქვეყნის ურბანული განვითარების, პოსტ-საბჭოთა პერიოდში, შექმნილი მთელი რიგი პრობლემების გდაწყვეტის გზების ძიება და მომავალი სტრატეგიის დაგემვა.
ინიციატივა საჯარო სივრცე არასამთავრობო ორგანიზაცია "ინიციატივა საჯარო სივრცისათვის" მოწოდებულია, სამართლებრივი და აქტივისტური ქმედებებით დაიცვას და შეინარჩუნოს საჯარო სივრცეები, ისტორიული მახსოვრობისთვის, პოლიტიკური თვითგამოხატვისთვის, საზოგადოებრივი სარგებლობისათვის. ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს სამართლებრივი და აქტივისტური საქმიანობის გზით და მოწოდებულია ითანამშრომლოს იმავე და მსგავსი მიზნების მქონე სხვადასხვა ტიპის მოძრაობებთან, ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან.
ლურჯი ფარი საქართველოს ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი დაფუძნდა 2013 წელს და აღიარებულია ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის მიერ. ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის მსგავსად, საქართველოს ლურჯი ფარი მიზნად ისახავს:
კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან;
იუნესკოს ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის პოპულარიზაციასა და მათი შესრულების ხელშეწყობას;
რისკისათვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად;
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის ღირებულებებისა და მის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.
თბილისის ველომოყვარულთა კლუბი კლუბის ძირითადი მიზნებია ხელი შეუწყოს თბილისში ეკოლოგიური ტრანსპორტით ველოსიპედით გადაადგილების პოპულარიზაციას და საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალგაზრდების ფიზიკური და გონებრივი განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობების ორგანიზება.
საქართველოს ფისოთმოყვარულთა კლუბი არასამთავრობო ორგანიზაცია (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობებში მაქსიმალურად შესაძლებელი დინამიკური წონასწორობის ჩამოყალიბება, ამ ურთიერთობათა ჰუმანიზაცია, თანაცხოვრების პირობების, ფაქტორებისა და შედეგების შესწავლა–ანალიზი, ცხოველთა სამყაროში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა. სფკ დაარსდა 2015 წლის აგვისტოში და არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია.
კამპუსი კამპუსი არის თავისუფალი სივრცე, რომელსაც არტისტები, არქიტექტორები და სტუდენტები ქმნიან ერთად.
ფრონტლაინ კლუბი საქართველო
Art coalitio
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი დამოუკიდებელი, არასამეწარმეო, ინტერესთა ჯგუფზე დაფუძნებული ინსტიტუციაა. ის პლატფორმის სახით ფუნქციონირებს, სადაც საერთაშორისო, რეგიონალურ თუ ადგილობრივ სახელოვნებო სფეროში მომუშავე პირები, კურატორები, არტისტები, სტუდენტები და უბრალოდ, ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან და თანამშრომლობენ. ცენტრის უმთავრესი საქმიანობა განათლებაა, თუმცა ამავდროულად, მისი აქტივობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საგამოფენო პრაქტიკა, კვლევა, სარეზიდენციო პროგრამა, ტრიენალე, კონსულტირება და სხვა სერვისები.